11:33 AM
ბეილი მადრიდში დაბრუნდა და დებიუტს ელოდება



გარეტ ბეილი მადრიდში დაბრუნდა, რათა "რეალის” მაისურით სადებიუტო შეხვედრისათვის მოემზადოს.

გუშინ, "რეალის” ახალწვეულმა ახალ სეზონში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა, უელსის ეროვნული ნაკრების ღირსება 31 წუთი დაიცვა. თუმცა, ნახევარმცველი, რომლის სანაცვლოდაც მადრიდულმა კლუბმა რეკორდული 86 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, საკუთარი ნაკრები სერბეთთან (0:3) განადგურებას ვერ გადაარჩინა.

მატჩის შემდეგ, 24-წლის ფეხბურთელი მადრიდში თავის ახალ თანაგუნდელებს შეუერთდა. უკვე ამ შაბათს, სავსებით შესაძლებელია, "ვილიარეალის” წინააღმდეგ, "რეალში” ბეილის დებიუტი შედგეს.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 292 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: