11:54 AM BBC: “ემიუს” მოიესი ჩაიბარებს | |
![]() ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელი უკვე ცნობილია. დევიდ მოიესი, რომელიც თავიდანვე "მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, უკვე უახლოეს დროში შესაძლოა ამ პოსტზე დამტკიცდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მისი დანიშვნა ურჩია ფერგიუსონმა "ემიუს” ხელმძღვანელობას. როგორც BBC იტყობინება, მოიესის დანიშვნა შესაძლოა უკვე ხუთშაბათს დადასტურდეს ოფიციალურად. ასევე ვარაუდობენ, რომ იმავე დღეს, დილით, ვარჯიშის მიმდინარეობისას, დევიდი "ევერტონის” ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს წასვლის შესახებ აცნობებს. შეგახსენებთ, ადრე უკვე შეგატყობინეთ, რომ ლივერპულელები მოიესის შემცვლელს უკვე ეძებენ. მერსისაიდელების ხელმძღვანელობა უპირატესობას "უიგანის” მთავარ მწვრთნელს რობერტო მარტინესს ანიჭებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |