10:13 PM ბარცალი: ბალოტელის ბოდიში არ უნდა მოეხადა | |
![]() იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა თანამემამულეს მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ეროვნული ნაკრების (0:0) წინააღმდეგ გამართული შეხვედრის ბოლო 20 წუთის მიმდინარეობისას, სამ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათის გამო, ბალოტელიმ "სკუადრა აძურა” კაცნაკლული დატოვა. ამის შემდეგ თვითერში მას შეურაცხყოფა მიაყენეს და "სუპერ მარიოსაც” არ დაუტოვებია გაბრაზებული გულშემატკივრები საკადრისი პასუხის გარეშე. მას შემდეგ, რაც მარიო დამშვიდდა და ყველაფერი გაანალიზა, საჯაროდ ბოდიში მოიხადა. "ეს მისი პირადი აქაუნთია, მარიოს საკუთარ გვერდზე ყველაფრის დაწერა შეუძლია, რაც სურს, თუმცა ვურჩევდი, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, მაშინვე კომენტარის დაწერისგან თავი შეიკავოს”. "ვფიქრობ, რომ მას ბოდიში არ უნდა მოეხადა. მან ის თქვა, რაც იმ მომენტში იგრძნო”, – განაცხადა ბალოტელიმ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |