8:59 AM
"ბარსელონაზე" მეოცნებე მადრიდელები



არიან "რეალის" შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ ეთამაშათ კატალონიური კლუბის რიგებში. გეტყვით თუ ვინ არიან ეს კონკრეტული ფეხბურთელები: ქარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი, ისკო და მესუთ იოზილი. ასევე საინტერესოა ისიც, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს არასოდეს გამოურიცხავს "ბარსელონაში" მისი გადასვლა, მისი ადრინდელი განცხადებით იგი ამბობს: "არ შეიძლება თქვა არასოდეს, შესაძლოა ოდესმე "ბარსელონას" მაისურიც ვატარო".

ისკო ალარკონი

როდესაც ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი "ვალენსიას" შეუერთდა მაშინ მან აღიარა, რომ იგი არის "ანტიმადრიდისტა". ასევე ცოტა ხნის წინ, როგორც თავად განაცხადა მან თავის ძაღლს სახელად "მესიც" დაარქვა.

მესუთ იოზილი

2009 წლის ოქტომბერში გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა:"მე "ბარსელონას" გულშემატკივარი ბავშვობიდან ვარ. ეს გუნდი მე ძალიან მიყვარს. თამაში "ბარსელონაში" ყოველთვის იყო ჩემი ოცნება და იმედი მაქვს, რომ ამ ოცნებას ოდესმე ავისრულებ". 2010 წელს კი იგი მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.

ლუკა მოდრიჩი

ხორვატმა ფეხბურთელმა 2008 წელს MD-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა: "მე აღფრთოვანებული ვიქნები "ბარსელონაში" თამაშით. გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია რათა ავისრულო ოცნება". შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი "რეალს" 2012 წელს შეუერთდა.

ქარიმ ბენზემა

2009 წლის მარტში გულშემატკივრებმა ფრანგ ფეხბურთელს "ბარსელონაში" წასვლისკენ მოუწოდეს, რაზეც თავად განაცხადა: "მე მსურს "ბარსელონაში" თამაში". გეტყვით ასევე, რომ 2008-09 წლებში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტული დირექტორი, ჩიკი ბეგირისტაინი ცდილობდა "ლიონის" ყოფილი მოთამაშის ხელში ჩაგდებას, თუმცა საბოლოოდ 2009 წელს იგი "რეალში" აღმოჩნდა.

ნანახია: 267 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: