10:00 PM
“ბარსელონას” პასუხი აბიდალს



ერიკ აბიდალის სიტყვების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ავად ყოფნის დროს, კლუბი მას ხელფასს არ უხდიდა, "ბარსელონამ” განცხადება გააკეთა.

ფრანგმა მცველმა კატალონიურ კლუბში მას შემდეგ, რაც მას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, 18 თვე გამოტოვა. ფრანგმა პარასკევს L’Equipe-ს განუცხადა, რომ იგი ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასს არ იღებდა.

"ბარსელონამ” აბიდალის სიტყვებს შემდეგნაირი განცხადებით უპასუხა.

- ორივე მხარე ადასტურებს, რომ კლუბმა სახელშეკრულებო ვალდებულებები შეასრულა, რომელიც ფეხბურთელის კონტრაქტში იყო მოცემული.

- ორივემ მხარე ადასტურებს, რომ 2012-წლის იანვარში, მიუხედავად იმისა, რომ აბიდალს სიმსივნის რეციდივის გამო და საოპერაციო მაგიდაზე მოუხდა დაწოლა, "ბარსელონამ” მას ფეხბურთელის მიერ მოწონებული კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, რომელიც ბონუსებს ითვალისწინებდა.

- 2012-წლის მარტში, კლუბმა არ გაააქტიურა პუნქტი, რომელიც კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას ითვალისწინებდა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მოქმედება იმ დრომდე შეჩერდა, სანამ ფეხბურთელი მოედანს დაუბრუნდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, აბიდალი იღებდა შეთანხმებულ ყოველთვიურ ხელფასს, ხოლო მწყობრში ჩადგომის შემდეგ, მან კონტრაქტით გათვალისწინებული თანხაც მიიღო.

- 2013-წლის ივნისში, როდესაც აბიდალის კონტრაქტი იწურებოდა, კლუბმა და მოთამაშემ კონტრაქტი გაწყვიტეს.

წყარო: FCBarcelona.es



ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: