10:15 PM “ბარსელონას” პრეზიდენტს ბრალს თაღლითობაში სდებენ | |
![]() სანდრო როსელი შესაძლოა ძალიან გახმაურებული საქმის მონაწილედ სცნონ. ბრაზილიური გამოცემა Estadao, რომლისთვისაც ვითომდა რიკარდო ტეიშეირას, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან 2012-წლის მარტში მთელი რიგი კორუფციული სკანდალების გამო გაათავისუფლეს, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის დროინდელი დოკუმენტები ხელმისწავდომია, იუწყება, რომ "ბარსელონას” მოქმედი ხელმძღვანელი სანდრო როსელი ამ განხორციელებულ ფინანსურ დანაშაულში უშუალოდ მონაწილეობს. გავრცელებული ინფორმაციით, როსელი, რომელიც ადრე სამხრეთ ამერიკაში კომპანია Nike-ის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა, ტეიშეირას ფულის "გამომუშავებაში” დაეხმარა, რომელიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მიერ გამართული ამხანაგური მატჩების ორგანიზაციის საშუალებით მიიღო. 2006-წლიდან ასეთი შეხვედრების ორგანიზების განსაკუთრებულ უფლებებს კარიბის ზღვის ერთ-ერთ აუზსადა კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია ISE ფლობს, რომელიც თითო მატჩის ორგანიზაციით დაახლოებით ერთ მილიონ დოლარს იღებს. ასე და ამგვარად, გამომუშავებული თითქმის 11 მილიონი დოლარი, რომელიც ორგანიზაციამ "სელესაოს” მიერ ჩატარებული 24 ამხანაგური მატჩის ორგანიზებით მიიღო, Uptrend Development Company-ს, რომლის შტაბ-ბინაც ამერიკულ ნიუ-ჯერსიში მდებარეობს, საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა, გარდა ამისა, ზემოთნახსენები თანხის გაურკვეველი ნაწილი თავად როსელმაც მიიღო. ამჟამად საქმე ბრაზილიის პროკურატურაში განიხილება, და არაა გამორიცხული, რომ მოგვიანებით სასამართლოსაც გადაეცეს. თუ ყველაფერი გაირკვა და როსელი დამნაშავედ სცნეს, მაშინ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების გამო, მას თავისუფლების რვა წლით აღკვეთა ემუქრება. გარდა ამისა, მის საკუთრებაში მყოფ ერთ-ერთ კომპანიას 3,5 მილიონ დოლარზე მეტის დაბრუნება მოუწევს. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |