12:49 PM “ბარსელონას” გუაიტაში 30 მილიონის გადახდა არ უნდა | |
![]() "ბარსა” ვალდესის შემცვლელს უკვე ეძებს. შეგახსენებთ, "ბარსელონას” გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა უკვე მოასწრო იმის განცხადება, რომ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. სწორედ ამიტომ, "ბარსამ” შესაძლოა "ვალენსიას” 26-წლის კიპერი ვისენტე გუაიტა გაიფორმოს. თუმცა, ამ ფეხბურთელის გამოსასყიდმა თანხამ შესაძლოა კატალონიელებს სირთულეები შეუქმნას. მეკარეს "მფრინავ ღამურებთან” ხელშეკრულება 2015-წლის ზაფხულში ეწურება, კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა კი, შეთანხმებაში ჩადებული პუნქტის თანახმად, 30 მილიონ ევროს შეადგენს. ცხადია, რომ "ბარსელონას” ამხელა თანხის გადახდა არ უნდა. შეგახსენებთ, "ვალენსიას” პრეზიდენტი მანუელ ლორენტე, რომელიც აცხადებდა, რომ გუაიტა და რობერტო სოლდადო არ იყიდებიან, პენსიაზე გავიდა. მიუხედავად ამისა, გუნდის სხვა კარის დარაჯთან დიეგო ალვეშთან შექმნილმა სიტუაციამ, რომელსაც კლუბის დატოვება სურს, შესაძლოა ლევანტელებს გუაიტას შენარჩუნება აიძულოს. თუმცა, "ბარსელონას” სასარგებლოდ "ვალენსიას” არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა მოწმობს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |