კატალონიური კლუბი "გოლკიპერთა პრობლემამ" შეაწუხა.
ამ მომენტისთვის ვიქტორ ვალდესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, რაც შეეხება ხოსე მანუელ პინტოს იგი კარიერის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა. სწორედ ამიტომ, კატალონიელებმა შესაძლოა სატრანსფერო ფანჯარაზე გოლკიპერი გადაიბირონ.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას საკუთარი არჩევანი "ემიუს" ახალგაზრდა ნიჭიერ გოლკიპერზე დავიდ დე ხეაზე აქვს შეჩერებული. წყაროს ინფორმაციის თანახმად, დე ხეას გუნდში ხილვა სწორედ "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს ტიტო ვილანოვას სურს.
გარდა დე ხეასი, კატალონიური გაზეთის Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ინტერესების სფეროში "რომასა" და "ბაიერნის" გოლკიპერები მაარტენ სტეკელენბურგი და მანუელ ნოიერი მოექცნენ.