7:31 PM
"ბარსელონას" დავიდ ლუისი სჭირდება


ბრაზილიელი მცველი შესაძლოა ესპანეთში გადაბარგდეს.

კატალონიური კლუბის სპორტულ დირექტორთან ანდონი სუბისარეტასთან შეხვედრის დროს "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ მომდევნო სეზონის დაწყების წინ დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერების ვარიანტების ძებნა ისურვა.

სპეციალისტის აზრით, დაცვა - კატალონიელების თამაშის მთავარი პრობლემაა, რადგან დაცვის ხაზის ცენტრში თამაში ამპლუით მხოლოდ კარლეს პუიოლსა და ხერარდ პიკეს შეუძლიათ, ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთის დაზიანება "ბარსელონას" დიდ პრობლემებს უჩენს.

სავარაუდოდ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ახალი მცველის ძებნას "ნისლიან ალბიონზე" დაიწყებენ. კონკრეტულად - ლონდონის "ჩელსიში", სადაც ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი ასპარეზობს. ამ ფეხბურთელის შეძენა შესაძლოა კატალონიელებს ძალიან ძვირი დაუჯდეთ, რადგან სულ რაღაც ორი წლის წინ "არისტოკრატებმა" იგი ლისაბონის "ბენფიკას" სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს, ხოლო ბოლო პერიოდში ლუისის თამაშის გათვალისწინებით ეს ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებდა.

"ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე 25-წლის დავიდს 86 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 9 გოლი აქვს გატანილი.
 
ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: