10:13 PM
“ბარსელონას” “ჩელსის” დუეტი სჭირდება



კატალონიური კლუბის ინტერესთა სფეროში ბრანისლავ ივანოვიჩი და დავიდ ლუიზი მოექცნენ.

როგორც უკვე ცნობილია, ზაფხულში "ბარსელონა” სატრანსფერო ფანჯარაზე იმ მიზნით გავა, რათა ერთი ან რამოდენიმე ცენტრალური მცველი შეიძინოს.

არსებული ინფორმაციით, "ჩელსი” მზადაა "ბლაუგრანასთან” ერთდროულად ორ ცენტრალურ მცველთან დაკავშირებული ტრანსფერები გააფორმოს. "არისტოკრატები” ბრანისლავ ივანოვიჩთან და დავიდ ლუიზთან განშორებას აპირებენ. ეს კლუბს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ გუნდის პრობლემატური პოზიციების გაძლიერებისათვის საჭირო ფული დააგროვოს.

საუბრობენ, რომ ივანოვიჩისა და ლუიზის გაყიდვით ლონდონელები 40 მილიონი ფუნტის გამომუშავებას გეგმავენ. სერბს კლუბი 10 მილიონ ფუნტად აფასებს, ბრაზილიელს კი 30 მილიონად.

შეგახსენებთ, ადრე პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიოს დავიდ ლუიზი არ სჭირდება და იგი ერთ-ერთი მათგანი იქნება, ვინც ამ ზაფხულს "სტემფორდ ბრიჯს” დატოვებს.

წყარო: Daily Star

ნანახია: 348 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: