8:30 PM
"ბარსელონას" 2012 წლის სტატისტიკა





გთავაზობთ კატალონიის "ბარსელონას" 2012 წლის სტატისტიკას.

"ბარსელონამ" ამ წელიწადს 63 მატჩიდან 49 მოიგო. გუნდის გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი ასეთია-77.7%

რაც კი ტიტო ვილანოვა კლუბს სათავეში ჩაუდგა, მისი წყალობით 24-ჯერ მოიგეს, ორჯერ წააგეს, ხოლო ასევე ორჯერ ფრედ ითამაშეს.

2012 წელი "ბარსელონამ" გასაოცარი სტატისტიკით დაასრულა. 12 თვის განმავლობაში-63-იდან 49 მოგება (დაახლოებით 78%), 9 ფრე (14%) და მხოლოდ 5 მარცხი (8%). გუნდმა ჯამში 175 გოლის გატანა მოახერხა და 61 გაუშვა.

2012 წლის კლუბის და არამარტო კლუბის საუკეთესო ბომარდირი, ლიონელ მესია. გუნდის 175 გატანილი ბურთიდან, 91 მან შეაგდო, რითაც მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 79 "ბარსელონას", ხოლო 12 ნაკრების შემადგენლობაში. 

"ბარსას" 2012 წლის ბომბარდირების ჩამონათვალი:

ლეო მესი-91

ხავი ერნანდესი-11

სესკ ფაბრეგასი-11

ალექსის სანჩესი-10

პედრო როდრიგესი-9

კრისტიან ტელიო-9

დავიდ ვილია-8

ანდრეს ინიესტა-7

ადრიანო კორერია-6

კარლეს პუიოლი-6

სერხიო ბუსკეცი-3

დანი ალვეში-3

ხორდი ალბა-3

სეიდუ კეიტა-3

ხერარდ პიკე-2

ერიკ აბიდალი-1

ტიაგო ალკანტარა-1

ალექს სონგი-1

სერხი რობერტო-1

და მხოლოდ ერთი საკუთარ კარში გატანილი ბურთი.

ტიტო ვილანოვას გუნდის გენიალური დაწყება

თუ ჩვენ 2012 წელს გავყოფთ ორ ნაწილად-იანვრიდან ივლისამდე და აგვისტოდან დეკემბრამდე, როდესაც 2012-13 სეზონი დაიწყო, კლუბი ტიტო ვილანოვამ ჩაიბარა. მან ამ ხუთი თვის განმავლობაში 24 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ორი ფრე და წაგება აქვს (86%). ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო დასაწისია. ლა ლიგაში 17 ჩატარებული შეხვედრიდან 16-ში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ (მადრიდის "რეალთან"). რაც ტიტო მთავარი მწვრთნელის რანგშია, "ბლაუგრანამ" სულ 80 გოლი გაიტანა. ძირითადი ბომარდირები კი ესენი იყვნენ: მესი-35, ვილია-8, ფაბრეგასი-7 და ადრიანო-6.

კარგი სტატისტიკა 2013 წლის დაწყების წინ

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში "ბარსამ" მხოლოდ ერთი ტიტული მოიპოვა (სამეფო თასი), 2012 კალენდარული წლის დასაწყისი მაინც შედეგიანი იყო. პეპ გუარდიოლამ გუნდთან ერთად სეზონის მეორე წრეში 25-ჯერ მოიგო, 7 ფრედ ითამაშა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. მათ იანვრიდან მაისამდე 95 გოლი გაიტანეს და 32 გაუშვეს. ამ პერიოდში ძირითადი ბომბარდირები იყვნენ: მესი-44, სანჩესი-8, პედრო-7.

იცით თუ არა, როგორ ემზადებიან "ბარსელონას" ფეხბურთელები ახალი წლისთვის? ამას ახლავე გაიგებთ


ნანახია: 240 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: