11:54 AM “ბარსელონამ” ნეიმარის სანაცვლოდ 17 მლნ ევროთი მეტი გადაიხადა | |
![]() ნეიმარის პრეზენტაციაზე "ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ ფეხბურთელი კლუბს 57 მილიონი ევრო დაუჯდა. ეს თანხა "სანტოსსა” და სამ კომპანიას შორის გადანაწილდა (DIS, Teisa და N&N), რომლებიც ფეხბურთელზე უფლებების ნაწილს ფლობენ, მიუხედავად ამისა, ფუნქციონერს არ გაუმხელია, როგორ მოხდა ამ თანხის პროცენტული გადანაწილება. მთლიანი თანხიდან 10 მილიონი ევრო "სანტოსს” "ბარსამ” 2012-წელს გადაუხადა, რათა ნეიმარის შეძენით უპირველესი უფლება მოეპოვებინა. დანარჩენ 47 მილიონ ევროს კი "ბარსელონა” მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადაიხდის. ასევე, ცნობისათვის, ფეხბურთელის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 190 მილიონ ევროს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ბართომეუმ აღიარა, რომ მოლაპარაკებებში მადრიდის "რეალისა” და სხვა კლუბების ჩარევამ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის გაზრდას ხელი შეუწყო. თავიდან "სანტოსი” და "ბარსელონა” 40 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოოდ გადახდილი ფული 17 მილიონით მეტი აღმოჩნდა. გარდა ამისა, მხარეებს შორის შეთანხმებაში კლუბებს შორის ორი ამხანაგური მატჩის გამართვის პუნქტია ჩადებული: პირველი ბრაზილიაში გაიმართება, მეორე – ესპანეთში. წყარო: Sport.es | |
|
სულ კომენტარები: 0 | |