9:14 PM
"ბარსელონამ" ლა ლიგის რეკორდი დაამყარა, პირველ წრეში 55 ქულის დაგროვებით



"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრე "მალაგასთან" სტუმრად მოგებული მატჩით დაასრულა (3:1).

პრიმერა დივიზიონის 19 მატჩიდან კატალონიურმა გრანდმა მხოლოდ ორი ქულა დაკარგა, 57 შესაძლებელი ქულიდან 55 აიღო, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდია.

გასული რეკორდიც "ბარსას" ეკუთვნოდა, როდესაც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 2010/11 წლების სეზონის პირველ წრეში 52 ქულა მოაგროვეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი წრის მოგების 18 შემთხვევიდან 11-ში კატალონელებმა პრიმერა დივიზიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
 
ნანახია: 302 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: