5:15 PM
“ბარსელონამ” გიუნდოგანისთვის 25 მილიონი გამოყო




კატალონიელებმა დორტმუნდის "ბორუსიას” ნახევარმცველს სერიოზულად დაუმიზნეს.

"ბარსელონა” ნახევარმცველის ტრანსფერს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საზაფხულო მიზნად მიიჩნევს. კატალონიელები გიუნდოგანს დიდი ხანია, რაც აკვირდებიან, ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან” გამართულ ორ შეხვედრაში კი მისმა თამაშმა კლუბის ხელმძღვანელობას გადააწყვეტინა, თუ რომელმა ფეხბურთელმა უნდა გააძლიეროს გუნდის ნახევარდაცვის ხაზი.

გიუნდოგანის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს. ესპანური გრანდი მზადაა ნიჭიერ ფეხბურთელში ეს თანხა გადაიხადოს და ნახევარმცველისათვის პირად კონტრაქტს უკვე ამზადებს.

ესპანელებმა ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედონ, რადგან გერმანიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბორუსია” ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყებამდე გიუნდოგანთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და შესაბამისად ილკაის სატრანსფერო ფასიც სერიოზულად გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში გიუნდოგანმა გერმანიის ჩემპიონატში 26 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნანახია: 284 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: