როგორც La Gazetta Dello Sport-ი იტყობინება, "ბოკა ხუნიორსის" ფეხბურთელით, ლეანდრო დანიელ პარედესით, "ბლაუგრანა" და "როსონერი" დაინტერესდნენ.
18 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველს ხუან რომან რიკელმეს ამსგავსებენ. მისი ელეგანტურობის და ტექნიკური თვისებების გამო ფანებმა იგი ვეტერან ფეხბურთელს შეადარეს.
ამ ტალანტით ევროპული კლუბებიდან "ბარსელონა" და "მილანი" დაინტერესდნენ, რომლებიც მჭიდროდ აკვირდებიან მოთამაშის პროგრესს.
"როსონერი" განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიჭით. მათ სურთ, მომავალში ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ინვესტირება. ისინი აკვირდებიან გუნდის აღმშენებლობის პროცესს.
თუმცა პარედესით დანტერესებული კლუბები იაფად მას ვერ შეიძენენ. "ბოკა ხუნიორსის" ხელმძღვანელობა, არ აპირებს ფეხბურთელის 10 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას.
აღსანიშნავია, რომ ლეანდრო დანიელ პარედესმა, ამ სეზონში 10 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.