6:01 PM
"ბარსელონა": ვილიასა და სერხი რობერტოს ტრავმები



კოპა დელ რეის მატჩი "კორდობას" წინააღმდეგ (5:0) "ბლაუგრანასთვის" ტრავმების გარეშე არ დამთავრებულა.

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა სერხი რობერტომ გუშინდელ მატჩში მოედანი მეორე ტაიმის დასაწყისში მუხლქვეშა მყესების დაზიანების გამო დატოვა.

ექიმები იტყობინებიან, რომ ამ ტრავმის გამო რობერტო დაახლოებით ოთხი კვირა ვერ შეძლებს საფეხბურთო მოედანზე გასვლას.

ასევე ამ სათასო შეხვედრაში მიიღო ტრავმა კიდევ ერთმა "ბარსელონას" ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ, რომელმაც ორივე ფეხში ძლიერი ტკივილი იგრძნო, "ლურჯ-ბროწეულისფერების" სამწვრთნელო შტაბმა კი არ გარისკა და "ელ გუახეს" მოედანი 77-ე წუთზე დაატოვებინა.
 
ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: