12:01 PM
“ბარსელონა” ვილიას გაყიდის, რათა ტიაგო სილვა შეიძინოს



კატალონიელები დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერების ვარიანტებს ეძებენ.

ნეიმარის ყიდვამ კატალონიელების საზაფხულო სატრანსფერო ბიუჯეტი, უხეშად რომ ვთქვათ, დააზარალა, თუმცა "ბარსას” მცველი ჯერ კიდევ სჭირდება, სწორედ ამიტომ, "ბლაუგრანას” ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.

ახლა "ბარსელონა” დავიდ ვილიას "არსენალში” ან "ტოტენჰემში” გაშვებას მთელი ძალებით შეეცდება, რათა მცველის შესაძენად გარკვეული თანხა გამოიმუშავოს.

ვარაუდობენ, რომ ესპანელების მთავარი მიზანი ტიაგო სილვაა, ვილიას გაყიდვა კი ამ ტრანსფერის განხორციელების გასაღები იქნება. ფორვარდის სანაცვლოდ "ბლაუგრანა” 20 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, რამაც ბრაზილიელი მცველის სატრანსფერო ფასის ნახევარი უნდა დაფაროს. დანარჩენი ფულის "შოვნას” კი "ბარსა” მცირე ტრანსფერებისა და სახელფასო ბიუჯეტის შემცირებით გეგმავს.

წყარო: Goal.com

ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: