2:57 PM “ბარსელონა” “ვალენსიას” მცველით მატიეთი ინტერესდება | |
![]() "ვალენსიას” მცველი ჟერემი მატიე "ბარსელონას” ინტერესების სფეროში მოექცა. კატალონიური კლუბის სკაუტები მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას ფრანგის თამაშს რეგულარულად აკვირდებოდნენ. ფეხბურთელი შესაძლოა "ბარსელონაში” გადაბარგდეს, თუ "ლურჯ-ბროწეულისფრები” იმ მცველების ტრანსფერებს ვერ შეათანხმებენ, რომლებსაც გუნდის გაძლიერების პრიორიტეტულ ვარიანტებად განიხილავენ. 29-წლის მატიეს "ვალენსიასთან” კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი მას ახალ ორწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, თავად ფეხბურთელი კი მზადაა მხოლოდ "ბარსელონასა” და "რეალის” ოფიციალური წინადადებები განიხილოს. ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 8 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში მატიემ "მფრინავი ღამურების” მაისური ლა ლიგის 13 შეხვედრაში მოირგო და თავი მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |