მიმდინარე სეზონში ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მ სპეციალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია "ბარსელონასა" და ბოლო წლებში მის პროგრესსზე. ამ სტატიაში ძალიან ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა ახლანდელი "ბარსელონა" გასული საუკუნის 50-იანი წლების "რეალს", 70-იანი წლების "აიაქსსა" და "ბაიერნს", ასევე 80/90-იანი წლების "მილანს" შეადარა.
პიჩი ალონსომ, რომელიც თავის დროზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას იცავდა და ახლა კომენტატორია, განაცხადა, რომ ახლანდელი "ბარსელონას" დამარცხება არცერთ კლუბს არ შეუძლია. თუმცა, გუშინდელ მატჩში "მალაგას" წინააღმდეგ, რომელიც ესპანეთის კოპა დელ რეის ეგიდით ჩატარდა, ანდალუსიურმა კლუბმა "კამპ ნოუზე" ფრე გააგორა (2:2) და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მიუხედავად ამისა, კატალონიელმა ფეხბურთელებმა გუშინ ძალიან ლამაზი ეპიზოდებით დახუნძლული თამაში გვაჩვენეს, თუმცა ამ ყველაფერს გუშინდელ შეხვედრაში შედეგი არ მოუტანია...
აი ეს რამოდენიმე ლამაზი ეპიზოდიც: