8:53 PM “ბარსელონა” ტიაგოს წასვლისთვის ემზადება | |
![]() როგორც ჩანს, ძალიან მალე, ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდება. ესპანური პრესა იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკუნები”, როგორც არასდროს, ისე არიან ახლოს "ბარსელონას” ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას ხელში ჩაგდებასთან. მანიკუნიანელები მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადონ, რომელიც მისი კონტრაქტის გამოსასყიდ თანხასაც შეადგენს. გარდა ამისა, "ემიუს” ფუნქციონერები ალკანტარას წელიწადში ექვს მილიონ ევროსა და გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ჰპირდებიან. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ” ტიაგო დარჩენაში დაარწმუნა, თუმცა ფეხბურთელმა კლუბს მალევე აცნობა, რომ წასვლას აპირებს, რათა რეგულარული სათამაშო დრო მიიღოს, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მისი წასვლის შანსებს გაზრდის. გავრცელებული ინფორმაციით, "ემიუ” ალკანტარას ტრანსფერის საკითხის გადაწყვეტას გუნდის წინასასეზონო მზადების დაწყებამდე გეგმავს, რომელიც ორშაბათს დაიწყება. წყარო: AS,Marca,Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |