5:29 PM “ბარსელონა” ტერ შტეგენს მაინც გაიფორმებს? | |
![]() ახალგაზრდა გერმანელი გოლკიპერი ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლის შანსს კვლავ ინარჩუნებს. ესპანური პრესა იტყობინება, რომ "ბარსელონას” ამ ზაფხულს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენაზე, რომელიც ვიქტორ ვალდესის შემცვლელი უნდა გახდეს, საბოლოო უარი ჯერ კიდევ არ განუცხადებია. საფეხბურთო ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს დროში კატალონიელები ნიჭიერი გერმანელის სანაცვლოდ დაახლოებით 12 მილიონ ევროს გამოყოფენ, თუმცა გამორიცხული არაა ის ფაქტიც, რომ ამ თანხამ გლადბახის "ბორუსია” არ დააკმაყოფილოს, სადაც კიპერი ასპარეზობს. ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ, "ბორუსიას” ხელმძღვანელობამ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ტერ შტეგენის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. წყარო: El Mundo Deportivo | |
|
სულ კომენტარები: 0 | |