9:43 PM “ბარსელონა” სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს | |
![]() კატალონიური სუპერკლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ გამოტყდა, რომ "ბარსას” ხელმძღვანელობისათვის უახლოესი სატრანსფერო ბაზარი ცხელი პერიოდი იქნება. "შემადგენლობა უნდა გავაძლიეროთ. კლუბი 4-5 ტრანსფერს განახორციელებს, გარდა ამისა, შემადგენლობის გაძლიერება მეორე გუნდის ფეხბურთელებითაც შეგვიძლია”, – აცხადებს "ბლაუგრანას” ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი Catalunya Radio-სთან ინტერვიუში. ბართომეუმ ნეიმართან დაკავშირებული სიტუაციაც ახსნა. "ნეიმართან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. დიახ, იგი ჩვენს ინტერესების სფეროში შედის, თუმცა, როგორც ადრე ვთქვით, მის სიტუაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ვიმუშავებთ”, – დაასრულა ხოსეპმა. რაც შეეხება მომდევნო სეზონში გუნდის მთავარ მწვრთნელს, მაშინ აქ ორი აზრი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა” ხარისხიან გოლკიპერს ეძებს, რომელიც ვიქტორ ვალდესს შეცვლის და ერთი-ორ საიმედო ცენტრალურ მცველს. გარდა ამისა, კატალონიაში გადაბარგებასთან ახლოსაა ნეიმარი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |