"ბარსელონა" "ნაპოლის" ნახევარმცველის ხუან კამილო სუნიგას გადაბირებით დაინტერესდა, იტყობინება Football Italia.
ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა 27-წლის კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტმა.
"ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი კლიენტით რამოდენიმე ინგლისური და ესპანური კლუბი სერიოზულად ინტერესდება. ძალიან კარგია, რომ მას ამჩნევენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მას "ბარსელონა" აკვირდება",-ციტირებს ფეხბურთელის წარმომადგენლის სიტყვებს Football Italia.
აღსანიშნავია, რომ სუნიგა "ნაპოლიში" 2009-წლიდან ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში მან ნეაპოლელების მაისური 126 მატჩში მოირგო და თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა.