4:48 PM “ბარსელონა” მზადაა ვილია “ტოტენჰემს” 12 მლნ ფუნტის სანაცვლოდ დაუთმოს | |
![]() "დეზები”, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ დავიდ ვილიას ტრანსფერთან დაკავშირებით, "ლურჯ-ბროწეულისფრებთან” მოლაპარაკებების გამართვას აგრძელებენ. ამ დროისათვის, კატალონიის "ბარსელონა” 31-წლის ფორვარდის სანაცვლოდ 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს, თუმცა, ლონდონის "ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას ეს თანხა არ აკმაყოფილებს, იტყობინება The Guardian. შეგახსენებთ, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ვილია მზადაა კარიერა ინგლისში გააგრძელოს და ამის გამო ხელფასის შემცირებასაც დათანხმდა. წყარო: The Guardian | |
|
სულ კომენტარები: 0 | |