7:23 PM
“ბარსელონა” მზადაა ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში ჩაერთოს



თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, კატალონიელებს ნეიმარის ტრანსფერი არ კმარათ, ახლა მათ რობერტ ლევანდოვსკის შეძენაც სურთ.

პოლონელი, რომელმაც ბუნდესლიგის გასულ სეზონში 24 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 10, არ მალავს, რომ "ბორუსიას” დატოვება სურს.

დიდი ხნის განმავლობაში ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში ფავორიტად "ბაიერნი” ითვლებოდა, თუმცა დორტმუნდელებს არ სურთ კონკურენტის კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერება.

რობერტის მიმართ ინტერესს იჩენენ "მანჩესტერ იუნაიტედი”, "ჩელსი”, "მანჩესტერ სიტი”, "მადრიდის რეალი”. ახლა კი მსურველთა რიცხვს კატალონიური გუნდიც შეემატა.

Intereconomia TV ირწმუნება, რომ ლევანდოვსკის სანაცვლოდ "ბარსელონა” მზადაა "ბორუსიას” შესთავაზოს ფული და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი, ხერარდ დეულოფეუ.

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 351 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: