7:43 PM “ბარსელონა” მცველს არ შეიძენს | |
![]() არც დავიდ ლუისს, არც დანიელ აგერს და არც სხვა რომელიმე მცველს კატალონიური გრანდი არ დაიმატებს. ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, "ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ცენტრალური მცველის შეძენის საჭიროებაზე არაერთხელ ისაუბრა და ბოლო თვეების განმავლობაში კატალონიელები შემადგენლობის პრობლემატური პოზიციის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობდნენ. ესპანეთში გადაბარგების ორ ყველაზე რეალურ კანდიდატებად დავიდ ლუისსა ("ჩელსი”) და დანიელ აგერს ("ლივერპული”) მიიჩნევდნენ, რომელთა ტრანსფერთან დაკავშირებით "კულეებმა” ოფიციალური შეთავაზებებიც კი გააკეთეს. თუმცა, ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და ახლა "ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ შეგვატყობინა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა კიდეც. "ახალი ცენტრალური მცველი? ახლანდელი შემადგენლობა მაკმაყოფილებს და ახალი მცველის შეძენას არ ვგეგმავთ. თუკი ყველანი ჯანმრთელები მეყოლებიან, დაცვის ცენტრის არაერთი ვარიანტი გვექნება. პუიოლის აღდგენითი პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. მის დაბრუნებას სექტემბერში ველით. გვყავს პუიოლი, პიკე, მასკერანო, ბარტრა და ადრიანო. თუკი ვინმე დაშავდება, სულ რამდენიმე თვეში ზამთრის სატრანსფერო სეზონიც იქნება და მცველს მაშინ დავიმატებთ”, – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |