4:43 PM “ბარსელონა” მარკინიოსში 20 მლნ ევროს ჩამოდის | |
![]() "ბარსელონა” "რომას” ახალგაზრდა ვარსკვლავის მარკინიოსის ხელში ჩაგდებას გეგმავს, იტობინება ესპანური პრესა. მოგეხსენებათ, კატალონიელებს დაცვის ხაზის ცენტრში დიდი პრობლემები გაუჩნდათ. ამის ნათელი მაგალითი მიუნხენის "ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული ორივე დაპირისპირებაა. "ბარსა” ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის საშუალებად, ზაფხულში კარგი მცველის შეძენას თვლის. ყიდვის ერთ-ერთი კანდიდატი, 18-წლის მარკინიოსია, რომლის სანაცვლოდაც ხელმძღვანელები 20 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ. თავის მხრივ, "რომა” მოთამაშის გაშვებას, 30 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მარკინიოსი "მგლების” შემადგენლობას, გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. მას შემდეგ, მან იტალიელთა მაისურით, 23 შეხვედრა ჩაატარა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |