9:45 PM
"ბარსელონა" - "მალაგა". პრევიუ




მატჩი: "ბარსელონა" - "მალაგა"
ტურნირი: ესპანეთის კოპა დელ რეი
სტადიონი: "კამპ ნოუ"
თარიღი: 16.01.2013
დრო: 00:30 საათი
პირდაპირი რეპორტაჟი: LIVETV.RU


მიმდინარე სეზონში, როგორც "ბარსელონა", ასევე "მალაგაც" ძალიან კარგად გამოიყურებიან, ორივე კლუბს ჩემპიონატში საქმე ძალიან კარგად მისდის: კატალონიური გრანდი პირველ ხოლო, ანდალუსიური კლუბი მეხუთე ადგილზე იმყოფება.

თუმცა, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ანდალუსიელებზე უფრო კარგი პერიოდი უდგათ. მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" ლა ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება, უახლოეს მდევარს მადრიდის "ატლეტიკოს" 7, ხოლო მეორე მადრიდულ კლუბს, ამჯერად გრანდს "რეალს" 18 ქულით უსწრებს, სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ესპანეთის ჩემპიონატს ინტრიგა დაეკარგა, რადგან კატალონიურმა კლუბმა უკვე პირველ წრეშივე გაინაღდა პირველი ადგილი. თუმცა, მაინ არ უნდა ჩამოვწეროთ მადრიდის "ატლეტიკო", რომელიც "ბარსას" კუდში მიყვება, დიეგო სიმეონეს გუნდმა ასე თუ გააგრძელა, სავსებით შესაძლებელია, ტიტო ვილანოვას გუნდს ჩემპიონობისთვის წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა ამის ძალიან ცოტას თუ სჯერა... გარდა ამისა, ლა ლიგის ლიდერს საქმე ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად მისდის, გუნდი პლეი-ოფში პირველი საფეხურით გავიდა და იტალიურ "მილანს" დაუპირისპირდება, რომელიც სერიოზულ სათამაშო კრიზისშია. დღევანდელ შეხვედრაში კატალონიელებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, დავიდ ვილია დააკლდებათ, რომელსაც მცირე დაზიანება აწუხებს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ "ბარსელონამ" სამეფო თასის 1/8 ფინალში, ორი მატჩის ჯამში "კორდობა" ანგარიშით 7:0 გაანადგურა.

ანდალუსიელები მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურებიან, თუმცა ლა ლიგაში საქმე ძალიან კარგად არ მისდით, ისინი მეხუთე ადგილს იკავებენ და მათ წინ "ბეტისია", რომელიც უახლოეს მდევარს 3 ქულით ასწრებს, ხოლო მადრიდის "რეალს" სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, "მალაგასთვის" ეს სეზონი მაინც წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ, გუნდი ჩემპიონატში არც თუ ისე ცუდ პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე საქმე საოცრად მისდის: ანდალუსიელები პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდნენ და უკან "მილანი" ჩამოიტოვეს, რომელიც, როგორც ზევით ავღნიშნეთ, სწორედ მათ ამჟამინდელ მეტოქეს "ბარსელონას" დაუპირისპირდება. თუმცა, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ "მალაგა" უეფამ ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა (დიდი ვალების გამო), რომლის თანახმადაც, ესპანური კლუბი თუ მომდევნო ოთხი სეზონის განმავლობაში ლა ლიგაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ზონაში შეაღწევს, მაინც ვერ იასპარეზებს. დღევანდელ შეხვედრაში ანდალუსიელებს ორი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი დააკლდებათ, საუბარია ტულალანსა და ხოაკინზე, რომლებსაც ტრავმა აწუხებთ. ასევე გეტყვით იმასაც, რომ "მალაგამ" სამეფო თასის 1/8 ფინალში, ორი მატჩის ჯამში "ეიბარი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
 
ნანახია: 296 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: