11:58 PM
"ბარსელონა" – "კორდობა". ჟორდი როურა მატჩის წინ


მიუხედავად პირველ შეხვედრაში მოპოვებული 2 ბურთიანი უპირატესობისა როურა უფრთხის "კორდობას", რადგან მეტოქეს "ნოუ კამპზე" დასაკარგი არაფერია აქვს და მთელი ძალებით ითამაშებს.

"ბარსელონა" ფოკუსირებულია სამეფო თასის შეხვედრაზე. ჟორდი როურამ პრეს–კონფერენციაზე მოსამზადებელ დეტალებზე ისაუბრა: "ჩვენ შეხვედრისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით, მიუხედავად მოპოვებული უპირატესობისა". პირველ შეხვედრაში "ბარსამ" 2:0 იმარჯვა. როურამ, რომელმაც დაადასტურა, რომ ტიტო ამ შეხვედრას გამოტოვებს დაამატა, რომ "ათასობით მაგალითი გვაქვს იმის, თუ როგორ ძნელდება ხოლმე თასის შემდეგ ეტაპზე გასვლა".

ერთ–ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ "კორდობას" დიდი ზეწოლა არ ექნება: "მათ ძალიან მოძრავი შემადგენლობა ყავთ კარგი, სწრაფი ფეხბურთელებით. ისინი მოდიან სათამაშოდ, როცა დასაკარგი არაფერი აქვთ" – ამიტომ მწვრთნელმა გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ და გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გამარჯვებების სერია

თუკი "ბარსა" შემდეგ ეტაპზე გავა, მაშინ 1/4 ფინალში "მალაგას" დაუპირისპირდება, რომელთანაც დროის მცირე მონაკვეთში გუნდს 3 შეხვედრის ჩატარება მოუწევს, თუმცა როურა ამაზე მანამ არ ფიქრობს, სანამ განმეორებითი შეხვედრა არ დასრულდება. ის აღნიშნავს, რომ თასის შემდეგ ეტაპზე გასვლა გუნდისთვის კვირას, "მალაგასთან" გასამართი შეხვედრის წინ კარგი იქნება: "ჩვენთვის მთავარია არ დავკარგოთ გამარჯვების დინამიკა".

მესი მსოფლიოს გარეთაა

სახელი, რომელსაც ყველა ახსენებს კვლავ ლეო მესია. არგენტინელზე როურამ განაცხადა: "მის წინაშე ქედს ვიხრი. შეუძლებელია გადამეტებულად მიიჩნიო მისთვის მეოთხე "ოქროს ბურთის" მიცემა. ეს ისტორიაში შევა. რა თქმა უნდა, გუნდისთვის დიდი პატივია წლის გუნდში 5 მოთამაშის მოხვედრა".

კონკრეტული სახელები

ჟორდი როურამ ასევე გუნდის სხვა მოთამაშეებზე ისაუბრა. მან დავიდ ვილიაზე ისაუბრა, როგორც "გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელზე. ის ბევრს მუშაობს და დარწმუნებულები ვართ, რომ მალე ის ძველ ფორმას 100 პროცენტით დაუბრუნდება". ასევე მწვრთნელმა დაადასტურა, რომ "ადრიანოს პრობლემები ჰქონდა და მას მოვუფრთხილდით, თუმცა ის აუცილებლად ითამაშებს". ბოლოს როურამ ისააკ კუენკას შესაძლო გასხვისებაზე ისაუბრა: "ჩვენ არ გვიფიქრია კუენკას ან რომელიმე სხვა ფეხბურთელის არენდით გაშვებაზე".

მოხარულია პეპის დაბრუნების გამო

ამას გარდა როურა მოხარულია დარჩა იმით, რომ პეპ გვარდიოლასგან მომავალ სეზონში დაბრუნებაზე გაიგო: "ეს შესანიშნავი სიახლეა. მას შემდეგ, რასაც მან მიაღწია უჩვეულოდ მეჩვენება, რომ საფეხბურთო სამყაროში არ იმყოფება".

ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: