1:20 PM ბარსელონა გლაზგოშია | |
"ბარსელონამ" 10:30 საათზე "ეს პრატის" აეროპორტი დატოვა და გეზი შოტლანდიისკენ აიღო, სადაც დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–4 მატჩში გუნდი "სელტიკს" დაუპირისპირდება. გუნდის ექსპედიცია გლაზგოში 13:25 საათზე ჩაფრინდება, რის შემდეგაც ფეხბურთელები სასტუმრო "Hotel Radisson"–ში გადაინაცვლებენ დასასვენებლად. 19 საათზე გუნდი "სელტიკ პარკზე" ვარჯიშს გამართავს. 18 საათზე პრეს–კონფერენციას გამართავენ ტიტო ვილანოვა და ალექს სონგი. "სელტიკი" და "ბარსელონა" ხვალ, 23:45 საათზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვების შემთხვევაში ორი ტურით ადრე "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ასპარეზობა განაღდებული ექნება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |