11:01 PM
“ბარსელონა”: და მაინც ტერ შტეგენი



კატალონიურმა კლუბმა ვიქტორ ვალდესის შემცვლელი იპოვნეს.

ესპანური პრესა იტყობინება იმის შესახებ, რომ "ბარსელონამ” "გლადბახის” გოლკიპერის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენა გადაწყვიტა. სწორედ გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა კარის დარაჯია დღესდღეობით "ბლაუგრანას” მთავარი სამიზნე.

ახლა ტერ შტეგენის ტრანსფერი – დროის საკითხია. ვარაუდობენ, რომ "ბარსელონა” 21-წლის კიპერს ძალიან მალე გაიფორმებს, თუმცა მას ბორუსიაში კიდევ ერთი სეზონით დატოვებს. მაგრამ ეს ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა ფაქტად, თუ ვალდესი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან” კონტრაქტის ვადის ბოლომდე ამოწურვას დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსასთან” ვიქტორ ვალდესს კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. მიუხედავად ამისა, "კულეები” ვიქტორთან განშორებას არ ჩქარობენ და სურთ, რომ 2013/14 წლების სეზონშიც მან დაიცვას ესპანური გრანდის ღირსება.

წყარო: Football Espana

ნანახია: 359 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: