9:43 PM
“ბარსელონა” ბარტრას ახალ კონტრაქტს უმზადებს



კატალონიელებს ახალგაზრდა მცველთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურთ.

კატალონიური პრესის ცნობით, "ბარსელონა” მარკ ბარტრას პროგრესით კმაყოფილია და ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს უმზადებს. გარდა ამისა, ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მოტივად შეგვიძლია ისიც ჩავთვალოთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა” დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერება ვერ მოახერხეს და ახლა, მზად არიან არჩევანი თავიანთ აღზრდილზე შეაჩერონ.

სავარაუდოდ, მცველი ხელშეკრულებას 2017-წლამდე გაახანგრძლივებს და რაღა თქმა უნდა, ახალი შეთანხმება, ფინანსური თვალსაზრისით, გაუმჯობესებული იქნება.

ცნობისათვის, ბარტრას "ბარსასთან” მოქმედი კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება.

ნანახია: 322 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: