9:13 PM “ბარსელონა” ალკანტარას დაკარგვას შეეგუა | |
![]() ესპანეთის ჩემპიონი კლუბიდან ნიჭიერი ნახევარმცველის წასვლისთვის მზადაა. Marca-ს ცნობით, კატალონიური გრანდი უახლოეს დროში ოფიციალურად დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ალკანტარა "კამპ ნოუს” ტოვებს. მიუხედავად "ბლაუგრანას” ყველანაირი მცდელობისა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მთავარი გმირის კლუბში დარჩენაში დარწმუნებასთან დაკავშირებით, ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. 22-წლის ნახევარმცველს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იქ წასვლა, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედის” შეთავაზება უჭირავს ხელთ, რომელიც მზადაა მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადოს – იმდენი, რამდენსაც ტიაგოს კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა შეადგენს. საინტერესოა, რომ თავიდან კლაუსულა 80 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომელიც ამ თანხის 18 მილიონამდე შემცირების საშუალებას იძლევა, იმის გამო, რომ ალკანტარა გუნდის ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად არ ასპარეზობდა. გარდა "ემიუსი”, ალკანტარას მიმართ ინტერესს იჩენს მიუნხენის "ბაიერნი”, კონკრეტულად კი პეპ გვარდიოლა. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |