2:41 PM “ბარსელონა” აგერის შეძენას ცდილობს | |
![]() სანამ პრესა დავიდ ლუისის ტრანსფერის შესახებ აქტიურად წერდა სიმართლეს თუ სიცრუეს, კატალონიელებმა "ლივერპულს” დანიელ აგერის თაობაზე წინადადება გაუკეთეს. ესპანეთის ჩემპიონებმა დანიელი მცველის სანაცვლოდ მერსისაიდელებს 17 მილიონი ევრო შესთავაზეს და უმალვე უარიც მიიღეს, თუმცა ტრანსფერის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯი გადადგმულია. "შემიძლია დავადასტურო, რომ "ბარსელონამ” "ლივერპულს” ჩემი კლიენტის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა, მაგრამ უარი მიიღო”, – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი პერ სტეფენსენი. ახლა "ბარსელონა” ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას ამზადებს. კატალონიაში იმედი აქვთ, რომ დანიელს ამჯერად მაინც დაიბევებენ. წყარო: The Guardian | |
|
სულ კომენტარები: 0 | |