9:03 PM
“ბარსელონა”: 17 მილიონი ფუნტი ტორესის სანაცვლოდ



"ჩელსის” ფორვარდი შესაძლოა მალე სამშობლოში დაბრუნდეს. "არისტოკრატები” ედისონ კავანის გადმოსაბირებლად იბრძვიან და , თუ ეს ტრანსფერი მართლაც განხორციელდა, ფერნანდოს ძირითადში მოხვედრა კიდევ უფრო გაუჭირდება. ჯოზე მოურინიოს ჯერჯერობით არ მიუღია ესპანელის თაობაზე გადაწყვეტილება და მასთან პირადად საუბარს აპირებს.

"ბარსელონა” ტორესში სარეზერვო თავდამსხმელს ხედავს, რომელმაც ნეიმარი და მესი უნდა შეცვალოს ხოლმე. გარდა ამისა, კატალონიაში სწამთ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ფერნანდო ძველ ფორმას აღიდგენს და კვლავ შედეგიანი იქნება. სავარაუდოდ, აღნიშნული ტრანსფერი 17 მილიონი ფუნტი უნდა დაჯდეს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ტორესისთვის გასული სეზონი ყველაზე წარმატებული გამოდგა "ჩელსიში”. მან 22 გოლი გაიტანა, თუმცა პრემიერ ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ- 8.

წყარო: The Sun

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 336 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: