7:16 PM
"ბარსა" კრკიჩის და აფელაის გაყიდვით მიღებულ თანხას ნეიმარის შესაძენად გამოიყენებს



"ბარსელონა" გეგმავს "სანტოსის" თავდამსხმელი, ნეიმარი კატალონიურ კლუბში იბრაჰიმ აფელაის (არენდით "შალკეში") და ბოიან კრიკიჩის (არენდით "მილანში") გაყიდვით მიღებული თანხის დახმარებით გადაიბიროს.

 

კატალონიურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ 7 მილიონი ევრო დარჩა ("ბარსა" 3 წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს მხოლოდ 40 მილიონ ევროს დახარჯავს). ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაის გაყიდვით კატალონიელები 10 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ, ხოლო ბოიანის გაყიდვით კლუბის ბიუჯეტი 15 მილიონით უნდა შეივსოს.

 

საერთო ჯამში მიღებული 32 მილიონი ევრო ნეიმარის გადასაბირებლად საკმარისი უნდა აღმოჩნდეს, რადგან წინასწარი ცნობებით "სანტოსს" უკვე 10 მილიონი ევრო აქვს მიღებული "ბარსელონასგან". ამ ინფორმაციას "El Mundo Deportivo" ავრცელებს.

ნანახია: 278 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ბარსა კრკიჩის და აფელაის გაყიდვით მ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: