7:45 PM
"ბარსა" : 10+30 მილიონი ევრო ნეიმარის სანაცვლოდ?



ესპანურმა პრესამ ახალ, არაპირდაპირ მტკიცებულებას მიაგნო, რომლის მიხედივთაც, "ბარსელონამ" და "სანტოსმა" ნეიმარის კონტრაქტზე მოილაპარაკეს.

გაზეთი Marca ეჭვობს, რომ ნეიმარი "ბარსას" 2014 წლის ზაფხულში ან სულაც მომავალ წელს შეუერთდება, რადგან კატალონიელებმა უკვე მოილაპარაკეს "სანტოსთან".

ამის მტკივებულებად აღნიშნული გამოცემა იმ 10 მილიონ ეროს მიიჩნევს, რომელიც შარშან გამოიყო "ბარსელონაში" დანახარჯებისთვის. ასევე 30 მილიონი, რომელიც მომავალი ხარჯებისთვის, სპორტული მიზნებისთვის განისაზღვრება. 

ზემოთ თქმული თანხების მიზნობრიობა ცნობილი არ არის, ჟურნალისტები კი ვარაუდობენ, რომ ეს ფული ნეიმარის ტრანსფერს ხმარდება.

"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ფაუსმა, კითხვაზე, თუ სად მიდის ეს თანხა, ხუმრობით უპასუხა: "შეიძლება ეს ახალი მწვრთნელის მოყვანისთვისაა".

თუმცა ფაუსმა სულაც არ თქვა კატეგორიულად, რომ ნეიმარის ტრანსფერი არ შედგება.

"ნეიმარის ტრასნფერი ჩინებული სტრატეგიულ-მარკეტინგული სვლა იქნებოდა, თუმცა ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტი ფეხბურთია და არა ფინანსები",- განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
 
ნანახია: 285 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: ბარსა : 10+30 მილიონი ევრო ნეიმარის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: