2:05 PM
ბალოტელიმ რასიზმზე საუბარს ძილი ამჯობინა



"მილანის” ფორვარდმა უბრალოდ ძილი გადაწყვიტა, რითაც იტალიის ხელისუფლების შეთავაზებას იგნორირება გაუკეთა.

სესილ კიენგე იტალიის პირველი ფერადკანიანი მინისტრია. სწორედ მან გაუკეთა ამ კვირაში იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შეკრებას ორგანიზირება, რათა სამშობლოში მტკივნეული რასიზმის საკითხი განეხილა.

აღსაღნიშნავია, რომ საუბარზე არ გამოცხადდა მარიო ბალოტელი, რომელსაც იმ დროს ეძინა და მაღვიძარის ხმაც ვერ გაიგო. ღონისძიებაზე დასწრება გუნდის ყველა წევრისთვის სავალდებულო არ ყოფილა, მარიომ კი იქ მისვლაზე უარი განაცხადა, რაც თავად კიენგეს აცნობა.

"ბალოტელიმ ღონისძიებაზე გამოცხადებას ძილი არჩია, რადგან ეს შეხვედრა მის ვალდებულებებში არ შედიოდა. მის პირდაპირობას პატივი უნდა ვცეთ”, – განაცხადა ქალბატონმა.

წყარო: 101greatgoals.com

ნანახია: 320 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: