როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, მარიო ბალოტელიმ გადაწყვეტილება მიიღო, "მანჩესტერ სიტის" საწინააღმდეგოდ სარჩელი შეიტანოს პრემიერ ლიგის სპეციალურ არბიტრაჟში. ფეხბურთელი არ ეთანხმება იმას, რომ ორკვირიანი ხელფასით დააჯარიმეს. ეს თანხა კი არც მეტი, არც ნაკლები, 340 ათასი ფუნტია.
ოთხშაბათს დამოუკიდებელი არბიტრები მარიოს საჩივარს განიხილავენ და იმ შემთხვევაში, თუკი ფეხბურთელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ბალოტელის დამატებით დაახლოებით 170 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევს, რადგან მან არბიტრაჟს მიმართა.
"მანჩესტერ სიტი" უკვე თავის დაღწევას ცდილობს იმ ფეხბურთელისგან, რომლისგანაც უსიამოვნებები უფრო მეტი მისდის, ვიდრე სარგებელი. მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ფეხბურთელს, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დაუჭია მხარი. მან პლ-ის ბოლო მატჩის განაცხადში ("ნიუკასლთან") ბალოტელი არ შეიყვანა, რაც შემდეგნაირად ახსნა: "მარიო ახლა ამაზრზენ ფორმაშია, რაც თამაშის საშუალებას არ აძლევს. მის ადგილზე, უდიდეს ყურადღებას მივაქცევდი ვარჯიშებს".