10:06 PM ბალოტელი “პსვ”-სთან ითამაშებს | |
![]() ფორვარდმა მუხლის ტრავმა სრულად მოირჩინა. "ბალოტელის მუხლი ნორმაშია და იგი თავს უკვე უკეთ გრძნობს. იგი ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. "მილანისთვის” იგი შეიძლება გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს”. "ეს მატჩები ჩვენთვის განსაკუთრებული იქნება. შეიძლება ითქვას, ერთგვარი მეოთხედფინალური დაპირისპირება. "პსვ”-ს, რომლისთვისაც სეზონი უკვე დაწყებულია, მცირე უპირატესობა გააჩნია, რადგან ჩვენ მხოლოდ ვისპარინგეთ და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ, ფიზიკური მომზადების მხრივ, ჯერჯერობით "პსვ”-ს საგრძნობლად ჩამოვრჩებით”, – განაცხადა "მილანის” თავკაცმა, მასიმილიანო ალეგრიმ. შეგახსენებთ, დღეს, "პსვ”-სა და "მილანს” შორის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტარტს 22:45 საათზე აიღებს. წყარო: Uefa.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |