6:41 PM ბალოტელი: “ჩემზე უკეთესები მხოლოდ რონალდუ და მესი არიან” | |
![]() "მილანისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა Sunday Mirror-ს ახალი სეზონის წინ საკუთარ ამბიციებზე ესაუბრა. "მინდა ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელი ვიყო და ამას დავამტკიცებ. ამ მომენტისათვის საკუთარ თავზე მაღლა მხოლოდ ლესო მესის და კრიშტიანუ რონალდუს ვაყენებ, მაგრამ ეს სიტუაცია შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს. კარგ კლუბში ვთამაშობ და ევროპაში ნომერ პირველობა მინდა. ამის გასაკეთებლად კი ჩემპიონთა ლიგაზე კარგი შედეგი უნდა ვაჩვენო”. მარიომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრასაც გაუკეთა კომენტარი. "ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა. "ბარსელონა” "ბარსელონაა”, "აიაქსში” კი ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია”. წყარო: Sunday Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |