10:58 PM
“ბაიერნს” რობენის სუარესში გაცვლა სურს



ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ტრიუმფატორი "ლივერპულის” ვარსკვლავის შეძენითაა დაინტერესებული.

ბრიტანული გამოცემა Daily Star იტყობინება, რომ "ბაიერნს” "ლივერპულისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ლუის სუარესის ხელში ჩაგდება ძალიან უნდა და მისი გადაბირებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

თავად ფეხბურთელმა, რომელმაც ბრანისლავ ივანოვიჩს ხელზე უკბინა, რის გამოც კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღო და იძულებულია პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონის სტარტი გამოტოვოს, არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა წავიდეს და ვითომდა მადრიდის "რეალთან” კონტრაქტის პირობებიც კი შეათანხმა. თუმცა "ლივერპულს” არაფრის გაგება არ უნდა, რაც ფეხბურთელის გასხვისებას უკავშირდება, რომელიც ინგლისის აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რობინ ვან პერსის ჩამორჩა.

რათა "წითლები” დაითანხმოს, "ბაიერნი” მზადაა სუარესის გამო ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ვინგერს არიენ რობენს შეელიოს, რომელმაც მიუნხენელების მიერ ყველა ტურნირის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა ბოლო წლებია იგი სტაბილურობით ვერ გამოირჩევა და გარდა ამისა ხშირად ტრავმიანობს.

იმის შესახებ, გეგმავს თუ არა "რეკორდმაისტერი” მერსისაიდელებს ამ გარიგების განხორციელებისათვის ფეხბურთელის გარდა გარკვეული თანხაც შესთავაზოს, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.

წყარო: Daily Star

ნანახია: 268 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: