5:02 PM
“ბაიერნმა” რიბერის და ვან ბუიტენს გაუხანგრძლივა



მიუნხენელებმა მათთვის ორი საჭირო ფეხბურთელი შეინარჩუნეს.

"ბაიერნმა” ფრანკ რიბერისა და დანიელ ვან ბუიტენს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. ფრანგის ახალი ხელშეკრულებას 2017-წლის ზაფხულამდე იმოქმედებს, გამოცდილი ბელგიელი კი "რეკორდმაისტერის” რიგებში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

"ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ორი ლიდერის შენარჩუნება მოვახერხეთ”, – განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელიც "ბაიერნის” ვიცე-პრეზიდენტი პოსტს იკავებს.

"ბედნიერი ვარ, რომ მიუნხენში გავაგრძელებ ასპარეზობას. ჩემს თაყვანისმცემლებს სწორედ ამას ვპირდებოდი და დანაპირებიც შევასრულე. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბავარია მეორე სახლად იქცა. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გუნდი კიდევ არაერთი ტიტულის დაცვასა და მოპოვებას შეძლებს”, – არ დამალა თავისი სიხარული რიბერიმ.

"ყველამ ვიცით, რას გვაძლევს "ბაიერნი”. ამ ეტაპზე მსოფლიოში უფრო სოლიდური და წარმატებული კლუბი არ არსებობს. მოხარული ვარ, რომ მექნება შესაძლებლობა ჩემს გუნდს მომდევნო სეზონში ტიტულების დაცვაში დავეხმარო”, – დაამატა ვან ბუიტენმა.

წყარო: www.fcbayern.t-com.de

ნანახია: 331 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: