9:40 AM "ბაიერნმა" "აუგსბურგს" ადვილად სძლია | |
![]() მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის აუთსაიდერ, "აუსგბურგს" ადვილად სძლია. ალბათ მატჩის დაწყების წინ ერთი-ორი ოპტიმისტი არსებობდა და ფიქრობდა, რომ "აუგსბურგი" მოიგებდა, მაგრამ მიუნხენელების ადვილი მოგება არავის არ გაჰკვირვებია, "ბაიერნი" სერიოზულად იბრძვის ბუნდესლიგის ტიტულის მოსაგებად. თუმცა საწყის 15 წუთში "აუგსბურგი" ცოტაოდენი აქტიურობით გამოირჩეოდა და ერთ მომენტიც შექმნა, მომენტი მარკუს ვაინცირლიამ შექმნა, მაგრამ ამ ბურთის აღება, მანუელ ნოიერმა შესძლო, ამას მხოლოდ მაღალი დონის თავდამსხმელები თუ გაიტანდნენ, რამოდენიმეჯერ მასპინძლებმა კონტრშეტევის საშუალებით სცადეს ანგარიშის გახსნა, მაგრამ არ გამოუვიდათ. დროთა განმავლობაში, იუპ ჰაინკესის გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა ხელთ იგდო და სტუმრების სუსტი წერტილების შესწავლა დაიწყეს. მასპინძლები წნეხის ქვეშ მოექცნენ და დაცვაში ჩადგომა მოუწიათ, სტუმრები უტევდნენ და უტევდნენ. მარიო მანჯუკიჩს შეექმნა გოლის გატანის კარგი მომენტი, მაგრამ მან ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა, ასევე ასეთივე მომენტი შეექმნა ფრანგ ნახევარმცველს, ფრენკ რიბერის, მაგრამ მან ბურთი კარის იმ ნაწილში გაუშვა, სადაც მეკარე იდგა. სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს, 39-ე წუთზე "ბაიერნმა" პენალტი მოიპოვა და იგი, ტომაშ მიულერმა ბრწყინვალედ გამოიყენა. თამაშის მეორე ნახევარიც ისევე დაიწყო, როგორც პირველი ტაიმი დასრულდა, თამაშის ბატონპატროინი "ბაიერნი" იყო, მატჩის ბედი 63-ე წუთზე, მარიო გომესის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. მატჩი საბოლოოდ ანგარიშით 0-2 დასრულდა. აუსბურგი-ბაიერნი 0-2 სტადიონი: "სგლ არენა" ტევადობა: 30660 მსაჯი: ჯ.დრისი "აუგსბურგი": ასმიფი, კალსენ-ბრაკერი, სანკო(ჰაინი_71), კლავანი, დე იონგი, ვერნერი, ბაიერი, ფოგტი, ჩჟა-ჩოლ კუ, მელდერსი(ბანსი 66), მუსონა(პეტრჟელა_90). "ბაიერნი": ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, შვაინშტაიგერი, მარტინესი, რიბერი, კროოსი(რაფინია 86), მიულერი(ტიმოშუკი 78), მანჯუკიჩი(გომესი 60). გოლები: ტომაშ მიულერი(40 წუთი)(პენალტი), გომესი(60 წუთი). | |
ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |