9:41 PM
“ბაიერნის” ფეხბურთელები გვარდიოლას პირველი ვარჯიშით კმაყოფილნი არიან



იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც გასულ სეზონში ყველაფერი მოიგეს, ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით, თავიანთი აზრი გაგვიზიარეს.

"სიამოვნება მივიღეთ. ახალი სეზონის ძალიან კარგი დასაწყისი გამოვიდა”, – განაცხადა ტომას მიულერმა.

"ვფიქრობ, შესანიშნავი მწვრთნელი ჩავიგდეთ ხელში”, – აცხადებს "რეკორდმაისტერის” ახალწვეული იან კირხოფი.

"მაშინვე გესმის, რომ მან იცის ის, რაც მას სურს. პეპმა მკითხა, თუ რომელ პოზიციაზე ვგრძნობ თავს ყველაზე უკეთესად”, – დაამატა ფრანკ რიბერიმ.

"პეპი გერმანულ ენაზე უკვე ძალიან კარგად საუბრობს, ძალიან მალე კი უფრო უკეთესად ისაუბრებს. ახალი მწვრთნელი, ახალი წვრთნები. სეზონის ასეთ დიდებულ სპეციალისტთან დაწყებით ძალიან მოხარულნი ვართ”, – საკუთარი აზრი მანუელ ნოიერმაც გაგვიზიარა.

"ძალიან კარგი დასაწყისი იყო. მოგვიწია ისეთი რამის გაკეთება, რაც ჯერ არ გაგვიკეთებია, მაგრამ ამას უნდა შევეჩვიოთ. შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ასეთი შესანიშნავი კარგი ახალი მწვრთნელი გვყავს”, – დაასრულა ტონი კროოსმა.

წყარო: FCBayern.t-com.de

ნანახია: 306 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: