9:07 PM
“ბაიერნი” კოშელნის გადაბირებას გეგმავს



ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მეთოფეთა” მცველი შესაძლოა მიუნხენელთა შემადგენლობას შეუერთდეს.

მიმდინარე სეზონის ბოლოს, ლონდონელებს სერიოზული პრობლემების გადაჭრა დაევალებათ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ "ბაიერნი” ლორან კოშელნის თამაშით, სერიოზულად არის დაინტერესებული.

ხოსეპ გუარდიოლა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანულ კლუბს ჩაიბარებს, უკვე დიდი ხანია, რაც ფრანგი მცველის დიდი გულშემატკივარია. როგორც France Football იტყობინება, ესპანელ სპეციალისტს, თავის მომავალ კლუბში მისი გაფორმება უნდა. თუ რამდენად პოტენციურია კოშელნის ტრანსფერი მიუნხენში, წყარო ვერ გვეუბნება, თუმცა ცხადია, რომ "არსენალის” ხელმძღვანელობა გუნდის დაცვის ლიდერის სანაცვლოდ, საკმაოდ დიდ კომპენსაციას მოითხოვს, რომელმაც მიმდინარე სეზონში, 28 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

ზოგადად, "ბაიერნი” დაცვის ხაზის გაძლიერებას ნამდვილად აპირებს. გავიხსენოთ, რომ აქამდე ისინი "ბორუსიას” ფეხბურთელით, მათს ჰუმელსით ხშირად ინტერესდებოდნენ. თუმცა, დორტმუნდელები მის სანაცვლოდ დიდი თანხას ითხოვენ, კერძოდ – 30 მილიონ ევროს.

ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: