5:12 PM
“ბაიერნი” ჰიონესის გათავისუფლებას ჯერჯერობით არ აპირებს



კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ული ჰიონესის საქმეც განიხილა, რომელსაც საგადასახადოს გადაუხდელობაში ედება ბრალი.

ული ჰიონესმა სამეთვალყურეო საბჭოს მის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გადადება შესთავაზა და ჯერჯერობით შესაბამის ორგანოებს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გარდა ამისა, ჰიონესმა ბოდიში მოიხადა და ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მწუხარებაც გამოთქვა.

"ბაიერნის” ინტერესების დაცვით, რომელმაც მისი დახმარებით ახალ სპორტულ წარმატებებს მიაღწია (ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 25 მაისს გასამართი ფინალი და გერმანიის თასის ფინალი 1 ივნისს), სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ული ჰიონესმა თავის პოსტზე მუშაობა უნდა განაგრძოს”, – წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

სამეთვალყურეო საბჭო მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდება და ამ საქმესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციებს გაავრცელებს.

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: