10:54 PM
"ბაიერნი": ჰაინკესი და არა გვარდიოლა



გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ გავრცელებული ხმები უარყო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა პეპ გვარდიოლა დაინიშნოს, რომლის გადაბირებისთვისაც რამოდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის.

მოუხედავად ამისა, მიუნხენურ კლუბში ამ ინფორმაციას უარყოფენ და გუნდის ამჟამინდელ მენტორთან იუპ ჰაინკესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ, რომელსაც კლუბთან კონტაქტი 2013-წლის ზაფხულში ეწურება.

"გვარდიოლას ჩვენს გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნაზე გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ჰაინკესთან ახალი კონტრაქტის თაობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გავმართავთ და გულწრფელად ვამბობ, რომ იგი ერთადერთი სპეციალისტია, ვისთანაც შეთანხმებას ვაპირებთ",-განაცხადა კლუბის პრეს-ატაშემ მარკუს ჰორვიკმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ჰაინკესს სამწვრთნელო კარიერის დასრულება არდასრულებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
 
ნანახია: 268 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: