2:12 PM
“ბაიერნი” “ბარსელონას” მატიეს “წაართმევს”?



"რეკორდმაისტერი” "ვალენსიას” მცველს აკვირდება.

გასული სეზონის ტრიუმფატორებს დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერება სურთ, რადგან მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჰოლგერ ბადშტუბერი მოედანს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება, "ბაიერნმა” ახალი ცენტრალური მცველის შეძენა გადაწყვიტა.

სიცარიელის შევსება მიუნხენელებს "ვალენსიელი” ჟერემი მატიეს დახმარებით სურთ, რომელსაც ლევანტელებთან მოქმედი კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლითღა აკავშირებს.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ბაიერნს” სერიოზულ კონკურენციას გაუწევს "ბარსელონა”, რომელიც, "რეკორდმაისტერის” მსგავსად, მატიეს შეძენას უმიზნებს.

წყარო: Lequipe



ნანახია: 325 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: