მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა,რომ მისი კლუბი ჰოლგერ ბადშტუბერს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
შეგახსენებთ,რომ ამჟამად ფეხბურთელი ლაზარეთში იმყოფება,მან მძიმე ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით გამოაკლდა საკუთარ გუნდს.
"მიუხედავად ტრავმისა,ჩვენ მას ახალ კონტრაქტს მაინც შევთავაზებთ.ჰოლგერის ტრავმა კონტრაქტის გახანგრძლივებაში პრობლემას არ შეგვიქმნის.თუ ბადშტუბერს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს,ჩვენ მზად ვართ მასთან თანამშრომლობა განვაგრძოთ",-განუცხადა რუმენიგემ Abendzeitung-ს.